მთავარისიახლეებისაზოგადოებაშაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

Published on

შაორის ტბაში რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მოზარდის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი 14 წლისა იყო. უბედური შემთხვევის დროს ის ექსკურსიაზე იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად. ბიჭი სურათის გადასაღებად შემაღლებულ ადგილზე ავიდა, სავარაუდოდ ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალსი გადავარდა.

„დიდი ტრა­გე­დია მოხ­და ჩვენ რა­ი­ონ­ში. ეს ბავ­შვი, კახაბერ ფარქოსაძე სო­ფელ ქო­ბე­თში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ექ­სკურ­სი­ა­ზე იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი რა­ჭა­ში. ჩემი ინფორმაციით, მისი მშო­ბე­ლიც იქ იყო. ამ დრო­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ქუ­თა­ი­სის პროზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი”,- ამბობს საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი

“ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა თუ დავიცავდით დადგენილ რეგულაციებს” – ამბობს რესურსცენტრის წარმომადგენელი და ექსკურსიაზე პასუხისმგებლობას მშობლებს და პედაგოგებს აკისრებს. მისი თქმით, ირკვევა, რომ ქორეთის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე ისე წავიდნენ, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო.

რესურსცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე 2 წელია პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ექსკურსიები და მსგავსის სახის ხალხმრავალი შეკრებები არ უნდა ჩატარდეს.

მათივე ინფორმაციით, საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ არც ქორეთის სკოლის დირექტორი.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...