მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლო რეფორმის დაკარგული შანსი - დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის...

სასამართლო რეფორმის დაკარგული შანსი – დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ

Published on

“თუ მოსამართლეთა დანიშვნები გაგრძელდება, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმის დაკარგული შანსი”, — ასე შეაფასა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი.

ელჩი აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს მოსამართლეების დანიშვნასაც და თუ კანდიდატები საბოლოოდ დამტკიცდებიან, ეს შეკითხვებს წარმოშობს.

მისი თქმით, შეჩერდება თუ არა ეს პროცესი წარმოაჩენს იმას, რამდენად ერთგულია მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიღწეული შეთანხმებისა.

“პირობა რომ შესრულებულად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, გაჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები. ის დასაბუთება, რომ სასამართლოში კადრების პრობლემაა და მათი არდანიშვნა სისტემის კოლაფს გამოიწვევს, კარგი მიზეზი არ არის, რადგან საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში საკმარისი მოსამართლეები არიან, რომ დანიშვნის პროცესი შეჩერდეს”, — განაცხადა დეგნანმა. (ფორმულას თარგმანი)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...