მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

Published on

 

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო.

გიორგი გახარია ბრიუსელში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო.

 

გიორგი გახარია შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს , რომელიც  საკუთარ Twitter-ში ამ  შეხვედრას ეხმიანება. ევროპარლამენტარი წერს, რომ ყოველთვის კარგია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროდან მოსმენა.

მადლობა გიორგი გახარია, დღევანდელი შეხვედრისთვის,” – წერს ევროპარლამენტარი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...