მთავარისიახლეებისაზოგადოებანინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად მომავალ კვირას შევა

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად მომავალ კვირას შევა

Published on

სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მომდევნო კვირაში ის და მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ერთობლივად ჩავლენ.

ასევე ლომჯარიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის და მეუფე იაკობი შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებებს შეაფასებენ და ყველაფერი მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

“ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის არის საჭირო ისე განვითარდება მოვლენები.

რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...