მთავარისიახლეებისაზოგადოებათესალონიკში ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი წყალდიდობას ემსხვერპლა

თესალონიკში ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი წყალდიდობას ემსხვერპლა

Published on

თესალონიკში, მიტილინის ქუჩაზე, ქართველი ახალგაზრდა, 26 წლის მამაკაცი წყალდიდობას ემსხვერპლა.

ბიჭი მოვარდნილმა ნიაღვარმა გაიტაცა, საიდანც თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა.

ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმის ინფორმაციით, ამ ამბავს ჰყავს გმირი, 22 წლის ბერძენი ბიჭი, რომელმაც, როგორც კი ქართველი ახალგაზრდის სხეული დაინახა, წყალში გადახტა და მის გამოყვანას ცდილობდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

“როგორც კი დავინახე, რომ იქ ადამიანი იყო, მაშინვე გავიქეცი. ვფიქრობდი, ახლა მას ვხედავ, აქ არის, რამდენიმე წუთში კი, ამგვარი დინების გამო, შესაძლოა თვალთახედვიდან დავკარგო და მერე საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძლოთ,” ამბობს 22 წლის თანასი ცალტამპასი.

ახალგაზრდამ სხვებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, 26 წლის ქართველი ბიჭის ნიაღვრიდან გამოიყვანა და პირველადი დახმარების გაწევა სცადა, სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყალმა წალეკა მანქანებიც კი, ადამიანის წონა კი ამ შემთხვევაში არაფერი იყო.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...