მთავარისიახლეებისაზოგადოებადამპალი იატაკი და კედლები - ფოტოები "რეაბილიტირებული" ნიკოსეული სასახლიდან

დამპალი იატაკი და კედლები – ფოტოები “რეაბილიტირებული” ნიკოსეული სასახლიდან

Published on

ექსკლუზიური კადრები ნიკოსეული სასახლიდან, რომლის რეაბილიტაცია გააკეთა ფონდმა ,,ქართუმ”- დამპალი იატაკი და კედლები. ფოტოები ექსკლუზიურად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფოტოები და სტატუსი “ფეისბუქზე” სამხარეო ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების ყოფილმა კურატორმა, ზუგდიდის დრამატული თეატრის ყოფილმა დირექტორმა მაია კალანდიამ გაავრცელა და დაწერა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ ნიკო დადიანის სასახლის მხოლოდ კოსმეტიკური რეაბილიტაცია მოახდინა და “რეაბილიტირებული სასახლე” კატასტროფულ მდგომარეობაშია.

მაია კალანდიამ გაიხსენა, რომ წინა ხელისუფლების დროს ნიკოსეული სასახლის მდგომარეობა დაწვრილებით იყო შესწავლილი და უნდა ჩატარებულიყო ფართო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მთლიანად “განკურნავდა” სასახლის კედლებსა და იატაკს, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა, რადგან ხელისუფლება შეიცვალა.

“2007-2009 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ჩატარდა – ნიკოსეული სასახლისა და მთავარ დადიანთა რეზიდენციის შენობების (დედოფლისეული სასახლე) სარეაბულიტაციო კვლევები. პირადად ჩამოსული იყო ბატონი Nika Vacheishvili , შემდგომ მოიწვიეს დარგის სპეციალისტები უცხოეთიდან, რათა შეფასება ყოფილიყო სწორი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულიყო სწორად.

 

აღნიშნულ საკითხში პირადად იყო ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი Mikheil Saakashvili , დაიდო ასეთი წინასწარი შეფასება, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე ნიკოსეულ სასახლეს სჭირდებოდა, მინიმუმ ერთი მილიონი დოლარის გაწმენდითი და წინასარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგანაც სასახლის სარდაფიდან გამავალი წყლის საწრეტი სისტემა, თიხის მილების გაყვანილობა, რომელიც იქაურობას, ირგვლივ მდებარე ჭარბი წყლებიდან ათავისუფლებდა, ოთხმოციან წლებში, სასახლის ეზოში გაკეთებულმა შადრევანმა შეიწირა…

 

ჭარბი ტენისა და სხვადასხვა მიზეზთა შედეგად, ნიკოსეულ სასახლეს, გაუჩნდა სოკოვანი დაავადება, რომელსაც დასჭირდებოდა დარგობრივ სპეციალისტთა ჩარევა და თუნდაც, შენობის თითოეულ აგურამდე მისვლა და იუველირის დონეზე, ანუ ნემსებით წამლების შესხურება, მისი შეწამვლა და განკურნება.

…და მოვიდნენ ქოცები. სასახლეს ჩაუტერეს ,, რეაბილიტაცია”, გახსნეს საზეიმოდ, გაგვლანძღეს ნაცები, აქეს დიადი ბიძინა.

ექსკლუზიური კადრები ნიკოსეული სასახლიდან, რომლის რეაბილიტაცია გააკეთა ფონდმა ,,ქართუმ”, დამპალი იატაკი და კედლები, ფაქტიურად იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე რეაბილიტაციამდე, როგორც გავიგე, ხელახლა აპირებენ იატაკის დაგებასო!

ალოო, ნუ ატყუებთ მამა-მარჩენალს, არ გამოვა ასე და ამგვარად არაფერი, ავადმყოფს, ფერ-უმარილი კი არა, განკურნება სჭირდება”, – წერს მაია კალანდია “ფეისბუქზე.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...