მთავარისიახლეებიავტოსკოლის წარმომადგენელმა ყალბი მოწმობები გასცა - შემთხვევა სამეგრელოში

ავტოსკოლის წარმომადგენელმა ყალბი მოწმობები გასცა – შემთხვევა სამეგრელოში

Published on

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ,,D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

ბრალდებული დაკავებულია კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების გამო. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 – ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 6 წლამდე ვადით.

სიახლეები

ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის გზაზე, ხეივანში, მსხვერპლით დასრულდა: BMW მარკის ავტომანქანა ტრაილერს, შემდეგ კი ხეს...

გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

გთხოვთ გახსოვდეთ საქართველო, იქ უკვე 355 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია - ამ სიტყვებით მიმართა...

კობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. 2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან...

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...