მთავარისიახლეებისაზოგადოებამუშავდება პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

მუშავდება პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

Published on

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და მუშავდება ის პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. გაბუნიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.

„მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა გაბუნიამ.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...