მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალში მომხდარ ავტოავარიაში დაშავებული მძღოლი ზუგდიდის ადგილობრივმა საავადმყოფომ არ მიიღო -...

გალში მომხდარ ავტოავარიაში დაშავებული მძღოლი ზუგდიდის ადგილობრივმა საავადმყოფომ არ მიიღო – აცხადებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი

Published on

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „კვირის პალიტრასთან''' გალში მომხდარი ავტოკატასტროფის ახალ დეტალებზე საუბრობს  

– ტრაგედია დატრიალდა, დაღუპულები არიან ჩვენი ექიმები. არაჩვეულებრივი ადამიანები გახლდათ. ორივე ახალგაზრდა, ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. სამწუხაროდ, რამდენიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, ისიც ითქვა, რომ თბილისში სასწრაფო დახმარების მძღოლისა და გარდაცვლილი პაციენტის მეუღლის გადმოყვანა ვერ ხერხდებაო. ეს მართალი არ არის, ჩვენი რეანომობილები მზად არიან, რომ ნებისმიერ წუთს გამოძახებაზე გავიდნენ, მაგრამ ამის საჭიროება არ დგას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გალის ცენტრალურ საავადმყოფოსთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დაშავებულები თბილისში გადმოვიყვანოთ.

მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ნურა ხასაია ბანკში მუშაობდა, მას ჰიპერტონული კრიზი ჰქონდა, სასწრაფო გამოიძახეს და გალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, როცა ეს უბედურება დატრიალდა.  მეუღლის გარდაცვალების ამბავი დაშავებულმა ქმარმა ჯერ არ იცის, ეს მათი შვილების თხოვნით გაკეთდა. 

 "კვირის პალიტრა"  აზუსტებს, რომ ,,მერსედესის'' დაშავებული  მძღოლი ბადრი ყოლბაია  ზუგდიდში გადავიდა, თუმცა, ადგილობრივმა საავადმყოფომ პაციენტი არ მიიღო და ქუთაისში გადაიყვანეს.  იმავე დღეს  ყოლბაია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს და ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...