მთავარისიახლეებისაზოგადოება13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა

Published on

მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობა მოხდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

“ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი”. – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან. მთავრობამ სტიქიის დროს გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს პატივი მიაგო.

“ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს, შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი. მაშინ მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა ამ ოჯახებისთვის, რაც იმ დროს გასაკეთებელი იყო. მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას”. – თქვა ღარიბაშვილმა.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

 

 

სიახლეები

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...