მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია აშშ -ში გაემგზავრა და ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

ნიკა მელია აშშ -ში გაემგზავრა და ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

Published on

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

მელიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ ნონა მამულაშვილი და თინა ბოკუჩავა.

ნიკა მელიამ გამგზავრებამდე თქვა, რომ ის შეხვედრებს კონგრესში, სენატში, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს.

“ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან, თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში”. – თქვა მან.

მისივე განცხადებით, მსგავსი ვიზიტი ნაციონალურ მოძრაობას ბოლო წლების განმავლობაში არ ჰქონია.

“მინდა მათ იცოდნენ ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ხედვა და გეგმები. რა თქმა უნდა, რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტიაა, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს”. – თქვა მან.

ენმ-ის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა დიდი ყურადღება დაუთმონ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებს.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...