მთავარისიახლეებიმედიცინაკიდევ ერთი წელი, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება, პირბადეს ვერ...

კიდევ ერთი წელი, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება, პირბადეს ვერ მოვიხსნით

Published on

დღეს რომ 700 შემთხვევაა, ეს არ არის ცოტა. 700 შემთხვევა, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ, სულ მცირე, ადამიანების 1% დაგეღუპება.

ამ სიკვდილიანობაში აქვს მნიშვნელობა დაგვიანებულ მიმართვას, საავადმყოფოში, შეიძლება, იყოს გარკვეული მართვის პრობლემებიც, მაგრამ მთავარი მაინც ეს არის მაღალი ავადობა. აუცილებელია დისტანციის დაცვა, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება და პირბადის ტარება და მეოთხე, სანიტარიული წესრიგი და მეხუთე – აცრები.

ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი უნდა შევიკავოთ კიდევ ერთი წელი. პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება – თქვა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ

ორჯერადად აცრილებისთვის, როცა გარკვეულ კუმულაციურ ეფექტს მივაღწევთ, რა თქმა უნდა, განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე შესაბამისი შეღავათები. იქ საუბარია და გვქონდა წარდგენილი კომენდანტის საათთან მიმართებით, მოგზაურობასთან მიმართებით და სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება

სიახლეები

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...

მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება...

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...