მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ინტერრაო" საქართველოს წინააღმდეგ - ენერგო კომპანიამ სტოკჰოლმში საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო

“ინტერრაო” საქართველოს წინააღმდეგ – ენერგო კომპანიამ სტოკჰოლმში საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო

Published on

ინტერრაო საქართველოს წინააღმდეგ –  ენერგო კომპანიამ სტოკჰოლმში საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო.ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. რუსული კომპანია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასა და ვალუტის დევალვაციის გამო, კომპენსაციას ითხოვს და ათეულობით მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობს.ინტერრაო კომპენსაციის ოდენობას არ ახმოვანებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 125 მილიონ დოლარს ითხოვს.კომპანიამ საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლაზე 2016 წელს მიმართა. მარეგულირებელმა კომისიამ მაშინ უარი განაცხადა. ინტერრაო თელასის თითქმის 75%-ანი წილის მფლობელია.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...