მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენმა ვოლოდიმერ   ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმერ   ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია. ზელენსკი შეხვედრას დათანხმდა.

“მადლობა, ჯო ბაიდენ, ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს ივლისში თეთრ სახლში მიწვევისთვის. ძალიან ველოდები შეხვედრას, რათა განვიხილოთ უკრაინისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების გზები”. – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გაიმართა.

სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. ლიდერებმა განიხილეს უკრაინის რეფორმების დღის წესრიგი,ახლო თანამშრომლობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლის საკითხებში.

 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...