მთავარისიახლეებისაზოგადოებავაქცინაციის პროგრამისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს $3.5 მილიონი გამოუყო

ვაქცინაციის პროგრამისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს $3.5 მილიონი გამოუყო

Published on

საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის მსოფლიო ბანკმა $34.5 მილიონი გამოუყო. თანხა მსოფლიო ბანკის მიერ 2020 წლის მარტში გამოყოფილ $80 მილიონს დაემატება, რომელიც ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შერბილების მიზნით გამოყო.პროგრამის მიზანი, COVID 19-ის ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობა და საქართველოში ვაქცინაციის სისტემის გაძლიერებაა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას ვაქცინაციის გეგმის განხორციელებაში ეხმარება, რომლის მიხედვითაც 2021 წელს კოვიდვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.”COVID 19-ის პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისისთანავე აღმოუჩინა დახმარება და ახლა, ამ დახმარებით ჩვენს საქართველოს ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით. პანდემია დიდ ტვირთად დააწვა საქართველოს ეკონომიკას, მის ხალხსა და საწარმოებს. ძლიერი ვაქცინაციის გეგმა გადამწყვეტია საქართველოს სწრაფი აღდგენისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიცოცხლის გადასარჩენად”,- თქვა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დახმარებას გამოუყოფს შეერთებული შტატებიც. ვაქცინების გაზიარებას ამერიკა ივნისის ბოლოდან დაიწყებს.

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში...

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა....