მთავარისიახლეებირა უამბეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებმა ნინო ლომჯარიას

რა უამბეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებმა ნინო ლომჯარიას

Published on

სახალხო დამცველის განცხადებით, ის შეხვდა ნინოწმინდის საბავშვო პანსიონის ექვს აღსაზრდელს და, მისი თქმით, მათგან მიღებული ინფორმაცია და ძალადობრივი სცენების აღწერა, მინიმუმ, საყურადღებოა და, შესაძლოა, გამოძიების დაწყების საფუძვლად იქცეს.

“ექვსი ბავშვი ადასტურებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ასახელებენ 4-5 წლიდან 10 წლამდე პერიოდს, ჰყვებიან ძალადობის მეთოდებზე, მაგალითად, ცალ ფეხზე დგომა და სკამის დაჭერა ხელში, ასევე, მათი თქმით, აყურებინებდნენ, როგორ იკვებებოდნენ სხვები და თვითონ მათ არ აჭმევდნენ საჭმელს. ბავშვები ჰყვებიან, რომ იყო ფიზიკური შეხება როგორც ხელით, ასევე ჯოხებით, ასევე, ჰყვებიან, რომ გასული წლის დეკემბერში ჩარიცხულები აღრიცხულები არ არიან”,- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ამავე დროს, ამ წუთებში, მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი აქცია ტარედება, სადაც აცხადებენ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არღვევს ადამიანის უფლებებს და მოითხოვენ, ლომჯარია გადადგეს, ხოლო სახალხო დამცველის აპარატი საერთოდ გაუქმდეს.

აქციის მონაწილეები აპირებენ, სახალხო დამცველის ოფისთან გადაინაცვლონ და აქცია იქ გააგრძელონ.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...