მთავარისიახლეებისაზოგადოებაფინკა ბანკი ფერმერებისთვის - მეტი მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე

ფინკა ბანკი ფერმერებისთვის – მეტი მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე

Published on

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და დაკრედიტება ფინკა ბანკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი მუდმივად მუშაობს სხვადასხვა პროდუქტებზე, რათა ფერმერებს მათზე მორგებული პირობები შესთავაზოს.

მომხმარებლის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე ფინკა ბანკი ფერმერებს შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს:

აგრო სესხის განვადება – განკუთვნილია მათთვის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა, მასალები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციის შეძენა სურს. ამისათვის ფინკა ბანკის პარტნიორი კომპანიის „აგროსფერო“ მაღაზიათა ქსელში სასურველი პროდუქციის შერჩევისას ფინკა ბანკის აგრო სესხის განვადება წლიური 0%-დან (ეფექტური 0.65%-დან) არის ხელმისაწვდომი. აგრო სესხის განვადება ფერმერებისთვის ხელსაყრელია იმითაც, რომ სესხის დამტკიცებისა და განაღდების საკომისიო 0%-ია და ამ იაფი ფინანსური რესურსით აგრო მეურნეობების განვითარებისათვის საჭირო ინვენტარისა თუ მასალების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

შეღავათიანი აგროკრედიტი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს. ფინკა ბანკი პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს კრედიტს ორი მიმართლებით სთავაზობს: მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის ან/და იმპლემენტის (აგრეგატის) შესყიდვა) და ძირითადი საშუალებებისთვის (გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული და პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, შესაფუთი მასალების წარმოება და ა.შ.). შეღავათიანი აგრო სესხის აღება 7,000-დან 250,000 ლარამდეა შესაძლებელი, მაქსიმუმ, 60 თვემდე ვადით, საიდანაც თანადაფინანსება პირველ 48 თვეს შეეხება.

აგრო სესხი: განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მეურნეობის გაფართოვება, ფერმის აშენება, სოფლად სახლის რემონტი, სასოფლო-სამეურნეო-საოჯახო ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენა, სეზონური სამუშაოების დაფინანსება თუ სხვა პირადი, თუ სასოფლო-სამეურნეო მიზნების შესრულება. ფინკა ბანკის აგრო სესხი 4,000-დან 60,000 ლარამდე 1 სამუშაო დღეში გაიცემა, გადახდის გრაფიკი კი ინდივიდუალურია, მომხმარებლის შემოსავლის სტრუქტურის მიხედვით დგება.

ფინკა ბანკის აგრო პროდუქტებით სარგებლობისთვის გვეწვიეთ სერვის ცენტრში თქვენს ქალაქში, შეავსეთ ელექტრონული განაცხადი ან დაგვირეკეთ *4949.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...