მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოვლენები მოსალოდნელზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება'' გახარია ივანიშვილზე

,,მოვლენები მოსალოდნელზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება” გახარია ივანიშვილზე

Published on

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ვრცელ წერილს რამდენიმე წინადადებით გამოეხმაურა.

ფეისბუქზე მან დაწერა:

“მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო…

სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!”. – დაწერა გიორგი გახარიამ.

ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს, გიორგი გახარიას შესახებ ვრცელი წერილი გაავრცელა.

მან გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა, რაც “გაუგონარი მიზეზით მოხდა”.

ივანიშვილმა ექსპრემიერის პარტიას “ფსევდოს” უწოდა, რაც, მისი შეფასებით, თავისთავად არასწორი მოვლენაა. მისივე თქმით, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. ივანიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და კონცეპტუალური საფუძველი.

ასევე, ივანიშვილის განცხადებით, გახარიას პარტია “აშკარად მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად”.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...