მთავარისიახლეებიკულტურარეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

Published on

რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. როგორც ოჯახი ამბობს,  მას გულის მწავე უკმარისობა  აწუხებდა და  კლინიკაში მკურნალობდა, მაგრამ ექიმების ძალისხმევა  გადაერჩინათ იგი,  უშედეგო აღმოჩნდა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი  84 წლისა ხდებოდა.

რეზო გაბრაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი იყო, როგორ ცრეჟისორი ან სცენარისტი ავტორია 35-ზე მეტი ფილმისა,  რომელთა შორისაა: არაჩვეულებრივი გამოფენა , სერენადა , არ დაიდარდო , ქვევრი, ფეოლა , შერეკილები, მიმინო , ქინ-ძა-ძა და სხვა.

რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის ქუჩაზე , ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით მდებარეობს,  თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო.

2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...