მთავარისიახლეებისაზოგადოებადაუყოვნებლივ დაიწყოს ბავშვების გაყვანა - მოსამართლის გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონზე

დაუყოვნებლივ დაიწყოს ბავშვების გაყვანა – მოსამართლის გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონზე

Published on

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შუამდგომლობა- , მოსამართლემ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობის განხილვა ცოტა ხნის წინ დაასრულა, მოსამართლის განცხადება PHR-მა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
“ეს ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან” – თქვა ანა აბაშიძემ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსამართლე ივანე ღლონტმა გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და დაინახა საფრთხე, რომელიც შესაძლოა, გამოძიების დასრულებამდე არასრულწლოვნების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქროს.

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...