მთავარისიახლეებივინც აცრის კაბინეტებამდე ვერ მიდის, მობილური ჯგუფი სახლში მოემსახურება - გამყრელიძე

ვინც აცრის კაბინეტებამდე ვერ მიდის, მობილური ჯგუფი სახლში მოემსახურება – გამყრელიძე

Published on

დევნილებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოვლენ, ვაქცინაციის პრობლემა არ შეექმნებათ, – ამის შესახებ დღეს ზუგდიდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულები აცრის პუნქტებში დარეგისტრირდებიან, ვირტუალურ კაბინეტებში და მათ არ შეექმნებათ ვაქცინაციის პრობლემა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იმუნიზაციის ოთახების სამუშაო საათები გაიზრდება და ასევე შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც სახლებში მივლენ იმ ადამიანებთან ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა, არიან ხანდაზმულები, მოხუცები, სშმ პირები და ვაქცინიზაციას ბინაზე ჩაატარებენ  ანუ მათთვის, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია.

“ჩვენ ვმუშაობთ მობილურ ჯგუფებზეც, ვისაც არ შეუძლია მივიდეს აცრის კაბინეტამდე, მას მობილური ჯგუფი მოემსახურება სახლში და იქ გაუკეთებენ ვაქცინას”, – თქვა ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენდირექტორმა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...