მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნინო*მინდა" - ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი

“ნინო*მინდა” – ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი

Published on

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებული მოვლენები, დადიანების ეკლესიის ეზოში გაკეთებული სტენსილით გააპროტესტეს.

“წარწერა ნახატით დატოვებულია დადიანების სასახლის და ეკლესიის ეზოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის თემაზე.
ნინო*მინდა მოდის ნინოწმინდასგან და ეხება ნინო ლომჯარიას ვიზიტის აუცილებლობას ბავშვთა პანსიონში.”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა.

მისივე განმარტებით,სტენსილით მათ გამოხატეს პროტესტი პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღევის და შესაძლო ძალადობის ფაქტების გამო.

ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს არ შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...