მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" - ახალი ფრაქცია პარლამენტში

“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” – ახალი ფრაქცია პარლამენტში

Published on

ახალი ოპოზიციური ფრაქცია  „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“  შეიქმნა.  ფრაქციაში 7 წევრია გაერთიანებული. ესენი არიან:  ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი მთავარი საფუძველი გაერთიანებისა და ერთად საპარლამენტო მუშაობის, არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს ყველა ბერკეტს, საპარლამენტო მუშაობისას, იმისთვის, რომ შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც ნახსენებია ხაზგასმით და ეხება ფუნდამენტურ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს პუნქტები. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად,“- განაცხადა სამნიძემ.

სიახლეები

სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში...

გერმანია უკრაინას ზამთრის პერიოდში დამატებით €170 მილიონით დაეხმარება

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში საუბრისას განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და...

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991...

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა...