მთავარისიახლეებიმეტყვიამფრქვევემ შეიარაღებული ძალები დატოვა - მორიგი პროტესტი სისტემას

მეტყვიამფრქვევემ შეიარაღებული ძალები დატოვა – მორიგი პროტესტი სისტემას

Published on

შეიარაღებული ძალების მოქმედმა ჯარისკაცმა რიონის ხეობის მცველებს სოლიოდარობა გამოუცხადა და პროტესტის ნიშნად შეიარაღებული ძალები დატოვა.

“მივდივარ იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება და სადაც არავის დავეკითხები, რომელ აქციაზე წავიდე”, – დაწერა ჯარისკაცმა ნიკოლოზ კვანჭიანმა, რომელიც წლებია, შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.

“8 თვე ბაზა ალგეთზე ვმსახურობდი (ბაზა ალგეთის საქმისმწარმოებლად — შემდეგ
მივიღე გადაწყვეტილება, საბრძოლო 4-მექანიზებულ ბრიგადაში «ქვეით ჯარისკაცად მემსახურა და მეტი გამოცდილება მიმეღო, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნის დასაცავად,
დავინიშნე მეტყვიამფრქვევედ!
ჯამში (სამწელიწადნახევარი ვიმსახურე
სავალებულოს ჩათვლით, საკონტრაქტოზე) დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება რომ
ჩემს ქვეყანას სამოქალაქოდან,
იქიდან ვემსახურო საიდანაც შევძლებ
ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებას,
სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე ან სად ვაპირებ გადაადგილებას ჩემს კუთვნილ შვებულებაში!
ვინც წლებია მსახურობთ და დღესაც იქ ხართ, ღმერთმა მშვიდობიანად გამსახუროთ თავდაცვის ძალების რიგებში და გისურვებთ რომ ყოველთვის
ისეთი გადაწყვეტილება მიგეღოთ, რაც ჩვენს სამშობლოს გამოადგება და თუნდაც ერთი-საფეხურით წინ წაწევს,
სახელმწიფოებრივად გვეაზროვნოს და მთავრობას კი არ ვემსახუროთ ან რაიმე უწყებას, არამედ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ ოდიდგანვე!!!
უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი!»- დაწერა ჯარისკაცმა.

შეგახსენებთ, კვანჭიანი პირველი არაა, ვინც პროტესტის ნიშნად ძალოვანი უწყებიდან წავიდა: რამდენიმე დღის წინ პოლიციის ვანის განყოფილების დეტექტივმა გიორგი ხმელიძემ სამსახურიდან წასვლის განცხადება “მთავარის” პირდაპირ ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიციელის მოწმობას განყოფილებაში ფოსტით გაგზავნიდა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...