მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომპანია, რომელსაც აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა სურს, რუსულია და არა იტალიური-საგარეო საქმეთა სამინისტრო

კომპანია, რომელსაც აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა სურს, რუსულია და არა იტალიური-საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთში იტალიური კომპანია რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იწყებს. მათი ცნობით, კომპანია “გლობალ არედი” რუსული კომპანიაა. ის რუსეთშია რეგისტრირებული – საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ტელეფონი და საფოსტო ინდექსი ფიქსირებულია რუსეთის ფედერაციაში. სამინისტროს განმარტებით, კომპანიის ფილიალი, ან სხვა რაიმე ოფისი იტალიის ტერიტორიაზე არ იძებნება. კომპანიაში კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს იტალიელი, თუმცა ორგანიზაციის რაიმე კავშირი იტალიის რესპუბლიკასთან არ იკვეთება. “საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება #დეზინფორმაცია, თითქოს იტალიური კომპანია იწყებს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მდებარე რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას. კომპანია „გლობალ არედი“ არის რუსული კომპანია, იგი რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, მისი საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ტელეფონი და საფოსტო ინდექსი ფიქსირებულია რუსეთის ფედერაციაში. მისი ფილიალი ან სხვა რაიმე ოფისი იტალიის ტერიტორიაზე არ იძებნება. კომპანიაში კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს იტალიელი. თუმცა ორგანიზაციის რაიმე კავშირი იტალიის რესპუბლიკასთან არ იკვეთება. იტალია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რომში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იტალიის საგარეო საქმეთა უწყებასთან. მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი იტალიელი პარტნიორები, იტალიის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ საქმის კურსში ჩააყენა ასევე თავისი საელჩო მოსკოვში. იტალიის საგარეო უწყება გმობს იტალიის მოქალაქე კერძო პირებისა უკანონო მოქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იტალიის საგარეო უწყება ყოველთვის პრევენციულად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლა და იქ უკანონო საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება იტალიის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ისჯება კანონით.”-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იტალიური კომპანია რომ განახორციელებს და ამ მიზნით კომპანიის წარმომადგნლები უკვე რომ იმყოფებოდნენ რეგიონში, ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ და კომპანიამ გაავრცელეს

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...