მთავარიUncategorizedგიგი უგულავა: მე არათუ ვნანობ,  ვამაყობ ამით და   არავის ამნისტია არ...

გიგი უგულავა: მე არათუ ვნანობ,  ვამაყობ ამით და   არავის ამნისტია არ მჭირდება

Published on

ხვალ საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.  მასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

გიგი უგულავა ,  ხვალინდელ სასამართლო პროცესს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.მ  აცხადებს, რომ

,,20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე დადაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს – ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში „ზონდერების“ მხრიდან, -განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ძიუდოისტების ცემის ამბავი აბსოლუტურად აბსურდია, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ კიდევ დააკაონ.

„სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, სადაც უამრავი კამერაა, მაგრამ მოსამართლემ არც ინება კამერების ამოღება, რადგან  მაშინ დავინახავდით, რომ იქ მათ ახლდათ მესამე ადამიანი, რომელიც ყველაფერს იღებდა.

მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – მე არათუ ვნანობ,  ვამაყობ ამით.  არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ ბრალდებული იმიტომ, რომ მე ის პირუტყვი არ მიცემია – ის თავად  დამესხა თავს, . ნუ ეგონება ნურავის, რომ იქ ვიღაც “ნაციონალის” ცემა შესაძლებელია და პირიქით, არა. თქვენი წყალობა თქვენვე დაიტოვეთ, ხვალ შეიძლება მოსამართლემ გააგრძელოს ეს საქმე, რაც უნდა ის მოუსჯია, არ მაინტერესებს. ეს საქმე გაიხსნება და გამოჩნდება ივანიშვილის და მისი ოჯახის რეალური სახე.

მე სპეკულაციებში არ შევალ, ეს მუხლი თავისთავად 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ მეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის. მთავარი არის ის, რომ ცდილობენ ამნისტიით ჩაფარცხონ ეს საქმე. მოუწევთ ამ საქმეზე პასუხისგება არა 126-ე მუხლით, არამედ სხვა უფრო მძიმე მუხლებით, იმ მუხლებით, რომლის გამოყენებაც თქვენ გიყვართ თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

ჩემს კოლეგებსაც მინდა ვთხოვო ოპოზიციიდან, ნურავის  ექნება ილუზია, რომ მართლმსაჯულების რაიმე რეფორმა ივანიშვილის პირობებში განხორციელდეს – ეს არის შეუძლებელი, ეს არის ოქსიმორონი. ივანიშვილი არასდროს არ დათმობს სასამართლოს და პროკურატურას. ივანიშვილი არის პოლიტიკური პრობლემა ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას, სხვანაირად სასამართლო არ განვითარდება – ბაყბაყ დევი აზის ამ სასამართლოს და სანამ აზის ის იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის“, – განაცხადა უგულავამ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...