მთავარისიახლეებისაზოგადოება"აიცერით, სულერთია, რაიმეთი..."- კოვიდინფიცირებული სოფო ზურაბიანის რჩევები

“აიცერით, სულერთია, რაიმეთი…”- კოვიდინფიცირებული სოფო ზურაბიანის რჩევები

Published on

“პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე – სად გაქ­რა სოფო?” – თავად ჟურნალისტი იძლევა ამ კითხვაზე პასუხს და წერს, რომ ძალა მოიკრიბა, რათა უპასუხოს ამ შეკითხვას, შემდეგ კი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ამტკიცებს, რომ ლოდინი უსარგებლოა და აცრა აუცილებელია: “სულ ერთია, რაიმეთი აიცერით”, – წერს ჟურნალისტი.

“მად­ლო­ბა, რომ ასე გიყ­ვარ­ვართ. ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, მაგ­რამ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერს და მკი­თხუ­ლობს, მო­ვიკ­რი­ბე ძალა და აქ დავ­წერ, აქამ­დე ამის თავი უბ­რა­ლოდ არ მქონ­და.

ერთი წელი მსდია კო­რო­ნამ ფეხ­და­ფეხ და მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ და­მე­წია, როცა აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა ჩემი ასა­კობრვი კა­ტე­გო­რი­ის­თვის. ნუ “ფა­ი­ზე­რი” და “ას­ტრა­ზე­ნე­კა” ასა­კობ­რი­ვად ვერ, მაგ­რამ ჩი­ნუ­რი “სი­ნო­ფარ­მის” უცებ­შევ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის ძი­ე­ბა­შიც უშე­დე­გოდ გა­ვა­ტა­რე ერთი კვი­რა კომ­პი­უ­ტერ­თან და ყო­ველ­თვის “ცხვირ­წინ ამა­ცა­ლეს” თბი­ლის­ში ან თბი­ლი­სი­დან 2 სა­ა­თის სა­ვალ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი. მოკ­ლედ, ვერ ვი­ყო­ჩა­ღე და აი, სწო­რედ ხელ­ჩაქ­ნე­ულს და “ფა­ი­ზე­რის ივ­ლი­სის” მომ­ლო­დი­ნეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მე­წია კო­რო­ნა­ვირუ­სი.

დღეს მე-15 დღეა, სრუ­ლი კოშ­მა­რის – სი­ცხე ისევ მაქვს, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა 39, რო­გორც პირ­ვე­ლი 11 დღე მუდ­მი­ვად. რომ მე­გო­ნა გა­ვუ­ძე­ლი და წა­ვი­და-მეთ­ქი, მა­შინ აღარ მეყო ჰა­ე­რი და კლი­ნი­კა დამ­ჭირ­და. კი­დევ კარ­გი, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მოვ­ხვდი. სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად შრო­მო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დით.

#აი­ცე­რით #სუ­ლერ­თი­ა­რა­მე­თი

ახ­ლან­დელ ფო­ტოს არ დავ­დებ. აი, ასე უნდა ვიყო მალე – ჩემს თავს პი­რო­ბა პირ­ვე­ლი დღი­დან მი­ვე­ცი.

#შეხ­ვედ­რამ­დე”.- წერს სოფო ზურაბიანი.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...