მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი მაშველი, რომელმაც 11 წლის გოგონა გადაარჩინა, დაჯილდოვდა

ზუგდიდელი მაშველი, რომელმაც 11 წლის გოგონა გადაარჩინა, დაჯილდოვდა

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი დიმიტრი ბარამია დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისათვის“, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“ოპერატიული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად, კოლეგებთან ერთად, მან სახლის ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვნის ადგილსამყოფელი დროულად დაადგინა და 11-წუთიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად, 10 წლის გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საუბარია შემთხვევაზე ზუგდიდში, როცა დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ხოლო ნანგრევებში 11 წლის გოგონა მოჰყვა. “დედაჩემი მეძახდა, რომ ამომიყვანეს, წყალს მასხამდნენ, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა”, – ამბობდა გადარჩენილი ბავშვი. შემთხვევა ზუგდიდში, საკონსერვოს დასახლებაში, 2021 წლის 30 იანვარს მოხდა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...