მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ იყრის კენჭს თბილისის მერის პოსტზე?

ვინ იყრის კენჭს თბილისის მერის პოსტზე?

Published on

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააყენებს.

თუმცა რამდენიმე პარტიამ ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვა, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი  განცხადებით,უნდა შეიქმნას მესამე, “მძლავრი მიზიდულობის ცენტრი”, რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება.

მელიას კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს მოქალაქეების ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, პარტიაში მიდის მსჯელობა, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა  დააყენოს.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ექნება შემოთავაზება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი. უარს არ იტყვის და არც ვინმეს სასარგებლოდ თავის კანდიდატურას მოხსნის.

საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია არც მმართველ პარტიას. მედია საუბრობს იმაზე, რომ მოქმედი მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების კანდიდატი არ იქნება. ამას არ ადასტურებენ “ოცნების” ლიდერები. ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიაში “ყველას, 36 ათასივე წევრს” ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. მისი განცხადებითვე, კალაძე “ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია” და უპირველეს ყოვლისა, თავად მის პოზიციაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც. ამას სკეპტიკურად უყურებს მმართველი პარტია. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გახარია თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს დააყენებს, “საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა”

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...