მთავარიUncategorized,,თუ ენმ "გონივრულ ვადაში" ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, პარლამენტში მის...

,,თუ ენმ “გონივრულ ვადაში” ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, პარლამენტში მის ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს” – ირაკლი კობახიძე

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ნაციონალური მოძრაობა “გონივრულ ვადაში” ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ვერ ისარგებლებენ დოკუმენტში ნახსენები პრივილეგიებით და ვერ ჩაერთვებიან იმ ჯგუფებში, რომელიც ამ შეთანხმების აღსასრულებლად შეიქმნა. კობახიძეს არ დაუკონკრეტებია ულტიმატუმისთვის განსაზღვრულ “გონივრულ ვადად” რა თარიღი მიაჩნია. მისი თქმით, ამას პარტიისგან გავიგებთ მაშინ, როცა ამოიწურება.

“ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის შემოსვლას პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს.

მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელწმფიო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტიელბას, უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება”, — განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, თუ ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, მსგავსი შედეგი დადგება:

  • მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება;
  • ვერ ისარგებლებენ ვერცერთ პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ენმ-ს მხრიდან არის მათი მარცხის აღიარება და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება.

“ამ პარტიამ ვერცერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. “ვერ დამიჭერ”, “არ გამოვალ” და ” არ შევალ” დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება”, — განაცხადა მან.

30 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით ,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

სიახლეები

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...