მთავარისიახლეებისაზოგადოებამმართველი ელიტა პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს

მმართველი ელიტა პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს

Published on

დღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. ცერემონიალი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.ქართულ პოლიციას პროფესიულ დღე მიულოცეს საქართველოს პრეზდენტმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

სალომე ზურაბიშვილი: “ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. 

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას ეფექტურად დაიცვას სახელმწიფო ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. საზოგადოების ვალია პატივი სცეს პოლიციას და ამით თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს”. 

ირაკლი ღარიბაშვილი: “სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას”. 

ვახტანგ გომელაური: “სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...