მიუხედავად პარტიის პარლამენტში შესვლისა, პროტესტს არ შევწყვეტთ იქამდე, სანამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება. – მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები, რომელნიც უკვე 186-ე დღეა,პარლამენტის შენობის წინ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარვებში იმყოფებიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილების შემდეგ – როგორც მოძრაობა “საქართველოს” წევრები “მთავარი არხის” ვებგვერდთან განმარტავენ, რომ კარვები რჩება დემოკრატიის პრინციპების დასაცავად ბოლომდე, სანამ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რადგან სამართლიანი არჩევნების გარეშე დემოკრატიული, ვერც პარლამენტი და ვერც სახელმწიფო იქნება, – ამბობს ნიკა ნარსია.