მთავარისიახლეებიმცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? - მიხეილ სააკაშვილი

მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამოხვანჰესისა და, ზოგადად, ჰესების მშენებლობის საკითხს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა:

“როდესაც ვლაპარაკობ ნამახვანზე, როცა ჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო, არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ტექნოლოგიები, არ იყო წყალბადის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს. ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების, დიდი ჰესების გარეშე ამ ეტაპზე.

საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის, ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა და ეს ყველაფერი არის, რაც შემოიტანს საქართველოში ფულს და შემოსავალს. ჩვენი სამყოფი დენი ამ ალტერნატიული წყაროებით თუ ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, ამას საქართველოც შეძლებს.

ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ავიღოთ – ის, რაც არსებობს თანამედროვე, კარგი და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია.

არ მომეწონა, როდესაც ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებზე, ვიღაც ჩვენი თბილისელები ამბობდნენ, ჩამოვიდნენ საიდანღაც. აბა, მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? რომელმაც შეიძლება, თბილისი წალეკოს. როდესაც იქ რაღაც ნიადაგი დაიძრა, მთელი თბილისი აღელვებული და აღშფოთებული იყო. მე მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ნამოხნჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი, უკვე 200 დღეზე მეტია, გრძელდება.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...