მთავარიUncategorizedშევა თუ არა ენმ პარლამენტში კვირას, 30 მაისს გადაწყდება

შევა თუ არა ენმ პარლამენტში კვირას, 30 მაისს გადაწყდება

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”გადაწყვეტილებას შევა თუ არა პარლამენტში კვირას, 30 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს. ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. 

” დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმრავლესობა. პპარტიის ოლიტსაბჭოში 120 ადამიანია და არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ”- .ამბობს ენმ ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. 

პარტიის გადაწყვეტილებას ირონიულ გამოთქმებში შეფარული ინტერესით ელიან ,,ქართულ ოცნებაში”

ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  ირაკლი კობახიძე

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

„ისინი თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა, მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მიშელის დოკუმენტი იყო ჩვენი გამარჯვება, ეს ყველამ დაინახა, მათთვის ეს არის მარცხი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანი. არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის. ცუდი არის მათთვის შემოსვლა, იმიტომ რომ დამაზიანებელია, არათანმიმდევრულობასა და მათ მარცხს აჩვენებს, უარესი იქნებოდა მათთვის არშემოსვლა და მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...