საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის მეგობარ და პარტნიორ პოლიტიკოსებს ბრიუსელში ხვდება. მიხეილ სააკაშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მჭიდრო გრაფიკით ჩავიდა.
დღის წესრიგში ერთ ერთი მთავარი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაა, ამ გარანტიების მიღებას სააკაშვილი ევროპარლამენტში გავლენიანი დეპუტატებისგან ცდილობდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოლაპარაკებები არა მხოლოდ კანონმდებლებთან, არამედ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან გამართა.
ჩემი მთავარი ამოცანაა ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ევროპულ შეხვედრებზე საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილს პირველი მოლაპარაკება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფისში ჰქონდა, სადაც საგარეო ურთიერთობებში მიშელის უფროს მრჩეველს სიმონ მორდუს შეხვდა.
იგი ეწვია ევროპის საგარეო ურთიერთობათა ოფისსაც, რომელსაც ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს ანტონიო ლოპეს იშტურიცს, ესაუბრა ალდეს წარმომადგენელს პეტრას აუსტრევიჩუს.
მიხეილ სააკაშვილს ცალცალკე მოლაპარაკებები ჰქონდა ანდრიუს კუბილიუსთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მაიკ გალერისთან, ანა ფოტიგასა და სარიუშ ვოლსკისთან.