საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ევროპის კონსერვატიული და რეფორმატორული პარტიის ლიდერი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სააკაშვილს გუშინ, 27 მაისს ბრიუსელის ოფისში შეხვდა, მის მიმართ დამოკიდებულების შესახებ წერს და Twitter-ზე შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
“ჩვენთვის დიდი პატივია ბრიუსელში, ჩვენს შტაბში მივიღოთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის მთელი ცხოვრება იბრძოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მისი ბრძოლა ავტორიტარიზმისა და პუტინის წინააღმდეგ, სამაგალითოა ყველა ევროპელისთვის”, – წერს ანა ფოტიგა.