მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის სახელმწიფო დუმაში შეტანილია კანონპროექტი სტალინური რეპრესიების გამართლების ...

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეტანილია კანონპროექტი სტალინური რეპრესიების გამართლების ექსტრემიზმთან გათანაბრების შესახებ

Published on

სენატორმა არხანგელსკის ოლქიდან კონსტანტინე დობრინინმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმად   სტალინური რეპრესიების გამართლება ექსტრემიზმთან უნდა იქნას გათანაბრებული.

კანონპრექტი შეიცავს ფორმულირებას, რომლის თანახმად პუბლიკაციები, რომელნიც შეიცავენ მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების, ხალხთა დეპორტაციისა და სხვა რეპრესიული ზომების მიღების აუცილებლობის გამართლებას. ექსტრემისტული ხასიათის ინფორმაციად უნდა იქნას კვალიფიცირებული.

კანონპროექტით იკრძალება სტალინური ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა ხსოვნის უკვდავყოფაზე და პატივის მიგებაზე მიმართული ღონისძიებები. კერძოდ ლაპარაკია სტაკინისა და სხვა პირების სახელების დარქმევა ადმინისტრაციული ერთეულევისთვის, ქუჩებისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის.გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა მოქმედი სახელდება ისტორიულად პირველია და არა ჩამნაცვლებელი. 

კანონპროექტის აუცილებლობას წარმდგენი ასაბუთებს იიმით, რომ რუსეთში უკანასკნელ თვეებში გაიხსნა იოსებ სტალინის რამდენიმე ძეგლი, საბჭოთა ბელადის სახელს აქტიურად არქმევენ ქუჩებს, ხოლო მის გამოსახუებას ინტენსიურად   იყენებენ ქუჩის  რეკლამებში და პროდუქციის მარკებზე.  მარტო 2014 წელს სტალინის სახელი ეწოდა 27 ქუჩას რუსეთის ქალაქებში.   

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...