მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვებასა და ტრანსპორტში არ გადაგვიხდია, დანარჩენი, თუ არ ვცდები, 25 ათასი დაჯდა...

კვებასა და ტრანსპორტში არ გადაგვიხდია, დანარჩენი, თუ არ ვცდები, 25 ათასი დაჯდა – გოლეთიანი

Published on

რიონის ხეობის მცველთა ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო აქცია, რომელიც დედაქალაქში ტარდებოდა, სავარაუდოდ, 25 ათასი ლარი დაჯდა, კვებასა და ტრანსპორტირებაში კი აქციის მონაწილეებს ფული არ გადაუხდიათ. მისივე თქმით, მათი შემომწირველები მხოლოდ “უბრალო მოქალაქეები” იყვნენ და არა იურიდიული კომპანიები.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა მზადყოფნა გამოთქვა, გაასაჯაროვოს დაფინანსების წყაროები, თუმცა, იქვე დაამატა, რომ იგივეს ელოდება “მსგავსი ნარატივის ავტორებისგან”:

ჩვენ დავდებთ ფინანსების წყაროს და ვამბობთ, რომ ეს არიან ემიგრანტები და თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება და მოვუწოდებთ ამ ნარატივის ავტორებს, თავადაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან ისინი. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, პერსონებმა, რომლებმაც დააყენეს ეს დღის წესრიგში, გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველების პროტესტის განგრძობითი ხასიათის გამო (უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, უკვე 200 დღეზე მეტია), ცალკეულ კომენტატორებს გაუჩნდათ შეკითხვები დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაზეც ვარლამ გოლეთიანი ბოლო დრომდე პასუხს არ იძლეოდა. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მსგავს შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ ვერ გაასაჯაროვებდნენ იმ ემიგრანტთა ვინაობებს, ვინც აფინანსებდა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...