მთავარისიახლეებიპოლიტიკაამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ

Published on

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” წევრებს შორის შეხვედრა დამთავრდა. ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დღეს, პირველი მოსმენით “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მათი ვერსია მიიღონ.

როგორც “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის შენიშვნებს, მეორე მოსმენისას გაითვალისწინებს.

“ქართული ოცნება აცხადებს, რომ მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული რიგი შენიშვნებისა, რომელიც იქნა გამოთქმული, მაგრამ დღეს პირველი მოსმენისთვის ისინი აპირებენ თავიანთი პროექტის გამოტანას, რომელშიც ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნება”,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მხარეების პოზიციებს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამნისტია კონკრეტულ მუხლებს უნდა შეეხოს და არა 20 ივნისს, როგორც მოვლენას.

საუბარია, 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებსა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე – მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისს, როგორც მოვლენას უნდა შეეხოს. “ქართული ოცნება” ძალაში ტოვებს იმ ნაწილსაც, რომელიც ოპოზიციის თქმით, კონკრეტულად ნიკა მელიას ეხებოდა. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციამ მხარი მათ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს.

სიახლეები

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...

ძალადობა 21 წლის ქალზე – სასამართლომ ქმარი და მამამთილი პატიმრობაში გაუშვა

ძალადობა 21 წლის ქალზე - სასამართლომ ქმარს, დათა პაპავას და მამამთილს, კობა პაპავა აღკვეთი...