მთავარისიახლეებიკულტურამიშა ქირია თავის ქალაქს გავს. ვინ და რა განსაზღვრავს ზუგდიდის სტატუსს?

მიშა ქირია თავის ქალაქს გავს. ვინ და რა განსაზღვრავს ზუგდიდის სტატუსს?

Published on

ცნობილი საოპერო მომღერლის  მიხეილ ქირიას  შემოქმედებითი გზა  მშობლიური ზუგდიდიდან  დაიწყო და დღეს მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე გრძელდება. ინტერვიუ ჩაწერილია შარშან, შემოდგომაზე, მაგრამ  მასში ჩანს მომღერლის შემოქმედებითი ცხოვრების რიტმი, რომელიც  შეიძლება განსაზღვრავდეს იმასაც , რომ მიშა ქირია  ასწრებს  პარალელურად იყოს საქართველოს ცხოვრების შუაგულშიც და  თავის პირად შემოქმედებით პროგრესთან ერთად ქვეყნის პროგრესზეც ზრუნავდეს . იგი ამითაც თავის ქალაქს გავს., ზუგდიდს,  რომლის სტატუსს სწორედ ასეთი ადამიანები განსაზღვრავენ და არა თავგზაარეული მთავრობის  ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები თვითმმართველობის კოდექსში.
,,ოდიში ნიუსი'' ამის დასტურად  გთვაზობთ ფრაგმენტს  ინტერვიუდან   ,, ერთადერთი ქართველი, ვინც ,,ლა-სკალას“ სამტურიანი გამოცდები ჩააბარა'' , რომელიც მომღერალს ,,სპუტნიკ-გეორგიას '' ჟურნალისტმა სალომე გურგენიძემ ჩამოართვა.
 
-ბატონო მიხეილ, თუ შეიძლება, გაიხსენეთ თქვენი შემოქმედებითი გზა.  როგორ ეზიარეთ კლასიკურ მუსიკას?
 
– მე ზუგდიდელი ვარ და იქ არის ანსამბლი „რეტრო“, რომელსაც შესანიშნავი მუსიკოსი ნანა ნებია ხელმძღვანელობს. მე მის ანსამბლში ვმღეროდი და როდესაც ერთხელ ქართველი კლასიკოსების კრებული მოიტანეს, ჩვენ შევარჩიეთ ერთ-ერთი რომანსი და ყველაფერი აქედან დაიწყო. მერე თბილისში ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან ჩავედი და მაესტრო ნოდართან ერთად სერიოზულად დავიწყე მუშაობა. ასე ვთქვათ, ჩამითრია ამ საქმემ, რომელიც დღეს ძალიან მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში, როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნოდარ ანდღულაძემ  და ქალბატონმა ლია ჩაჩავამ. საბედნიეროდ მომიწია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც როგორც შემოქმედებაში, ასევე ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მომცეს
 
. – ბატონო მიხეილ, ყველა მომღერლისთვის სასურველი,,ლა-სკალასთვის“ როგორ ემზადებოდით?
-სიმართლე გითხრათ, დაგეგმილი არ მქონდა,  რომ მაინცდამაინც,,ლა-სკალაში“ უნდა ჩამებარებინა. უბრალოდ, გამოცხადდა კონკურსი, ჩამოვიდნენ საქართველოში, მოგვისმინეს და გვითხრეს, რომ,,ლა-სკალას“ აკადემიის მისაღებ გამოცდებზე შეგვეძლო მონაწილეობის მიღება. ჩავედით ადგილზე, სადაც სულ 180 ადამიანი იყო მთელი მსოფლიოდან და აქედან —14 ქართველი. მე გამიმართლა და სამტურიანი გამოცდის შემდეგ ერთადერთი ქართველი ვიყავი, რომელმაც იქ ჩავაბარე.
 
-როგორც ვიცი, თქვენ მარია კალასის სახელობის სპეციალური პრემია მოგენიჭათ?…
– აღნიშნული ფაქტი ალბათ რაღაც პროცენტით ჩემს პასუხისმგებლობას ზრდის, მაგრამ  რადგან ეს პროფესია ავირჩიე,  უკვე თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე ვეკიდები სცენაზე  ყოველ გამოსვლას, ჩემთვის ყველა კონცერტი და სპექტაკლი წარმატებულია,  რადგან ყველგან რაღაც ახალს ვპოულობ…
 
-ბატონო მიხეილ,  თუ შეგიძლიათ ქართველი და უცხოელი მსმენელი ერთმანეთს შეადაროთ?…
– რა თქმა უნდა, ისინი განსხვავებულნი არიან. ამ შემთხვევაში იტალიელმა მსმენელმა იცის ენა, იცის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა… ამიტომ, ისინი ნამღერს უფრო სხვანაირად აფასებენ, ვიდრე ქართველები. ქართველები მომღერლის გამოსვლას უფრო ემოციურად ვუდგებით, მოგვწონს ხმა, მოგვწონს ემოცია და აქედან გამოგვაქვს დასკვნა. უცხოელები უფრო პერსონაჟს მოითხოვენ…
 
– რომელია პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებთ?…
– ესაა ერთგულება…
 
 -როგორია მიხეილ ქირიას ერთი ჩვეულებრივი დღე…
– ჩემი დილა ჩვეულებრივად იწყება, ძირითადად საკუთარ თავთან ვმუშაობ. ვცდილობ, რომ ჩემს პერსონაჟს ჩავწვდე, რამე ახალი ვიპოვო  და გავაკეთო.. ამიტომ დღეც ამაზე ფიქრით იწყება… 
 
 – რამდენადაც ვიცი, ზაფხულში საქართველოში იყავით და მას შემდეგ შემოქმედებითად დატვირთული პერიოდი გაქვთ…
– დიახ, ზაფხულის პერიოდში დასასვენებლად საქართველოში  ჩამოვედი და ბერლინის დოიჩე ოპერიდან კონტრაქტი მომივიდა.,,დოიჩე ოპერაში“ პუჩინის ოპერა,,ტურანდოტში“ პინგის როლის შესასრულებლად მიმიწვიეს. ამიტომ ბერლინში გავემგზავრე, სადაც დაახლოებით ერთი თვე ვიყავი, ვიმღერე 4 სპექტაკლი და ისევ საქართველოში დავბრუნდი. აქ რუსთაველის სახელობის თეატრში ორკესტრთან და მარიამ როინიშვილთან ერთად მქონდა კონცერტი. ორკესტრს რეზო ჯავახიშვილი დირიჟორობდა. 25ოქტომბერს მეორე კონცერტი ზუგდიდში გვექნება. ამ კონცერტს სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გავმართავთ. იანვარში კი — მივემგზავრები ამსტერდამში, სადაც  ხუთი სპექტაკლი ამსტერდამის ოპერაში მაქვს დაგეგმილი.  იქ სამი ტურნე იქნება. ასე რომ, ეს პერიოდი ამისთვის უნდა ვემზადო. ამის შემდეგ ერთი თვით პეზაროში მივემგზავრები, სადაც ვია ჯოა რეიმსი მექნება შესასრულებელი და ბოლოს, ისევ ბრიტანეთში, გლაინბორნის ფესტივალზე დავბრუნდები.
 
 – გისურვებთ წარმატებებს.
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...