მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,თავზე ყულფი ჩამომაცვეს და ხეზე ჩამომკიდეს'' - რუსი ტურისტი გაგრელ მილიციელებზე

,,თავზე ყულფი ჩამომაცვეს და ხეზე ჩამომკიდეს” – რუსი ტურისტი გაგრელ მილიციელებზე

Published on

სანკტ-პეტერბურგიდან გაგრაში დასასვენებლად ჩასული  28 წლის სისტემური ინჟინერი  არტიომ რუსკიხი აფხაზ სამართთლდაცავებს  წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს . იგი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ ძლივს გადაურჩა მათი ხელით სწამებით სიკვდილს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში, ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ – 24 მაისს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნიკიტა სოლოგუბის ვრცელი სტატია ინტერნეტგამოცემა „მედიაზონაში“, რომელიც აფხაზეთში გახმაურებულ ამ ფაქტს ეძღვნება.

რუსკიხი მეუღლესთან ერთად დე ფაქტო აფხაზეთში დასასვენებლად 6 აპრილს ჩავიდა, დაიმგზავრა ოჯახის მეგობარი ქალი და მამძიშხვას მთაზე ავიდა.  დაშვებისას არტიომი ჩამორჩა ქალებს და პირისპირ შერჩა მის მახლობლად გაჩერებული ავტომობილიდან გადმოსულ  ადამიანებს.

მათ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ რუსკიხს აჩვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა დამადასტურებელი მოწმობები და წაიყვანეს გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაში, სადაც მოწმეებისა და შესაბამისი ოქმის გარეშე გაჩხრიკეს და საკანში მოათავსეს.

არტიომ რუსკიხის თქმით,  მილიციის თანამშრომლები მისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ არის ნარკოტიკის გამსაღებელი, ე. წ. „დამგირავებელი“ და ეჩვენებინა  ადგილი, სადაც ნარკოტიკებს მალავდა მაგრამ დაკავებულმა აღიარებაზე უარი თქვა

„ამის შემდეგ მიმაყენეს კედელთან და ცემა დამიწყეს. დამადეს ხელბორკილი, წამიყვანეს მივარდნილ ადგილზე, დამაყენეს მუხლებზე და კვლავ დამიწყეს ცემა, ერთბაშად რამდენიმე ადამიანი მცემდა და თავით წყალში მაყვინთვინებდა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეს და შემდეგ დამემუქრნენ, რომ კბილებს დამაყრევინებდნენ და ხელკეტით გამაუპატიურებდნენ“,

 როგორც  არტიომ რუსკიხი ყვება, .აღიარებას რომ ვერც ასე  მიაღწიეს, იზოლატორიდან გამოუშვეს, მაგრამ გზად კვლავ წამოეწივნენ და მისი წამება უკაცრიელ ადგილზე განაგრძეს  –  თავზე მავთულისგან დაგრეხილი ყულფი, ჩამოაცვეს თავზე და ხეზე ჩამოკიდეს, უმეორებდნენ მოთხოვნას , ნელ-ნელა უჭერდნენ ყულფს, და განაგრძობდნენ მის ცემას.

საბოლოოდ, გაგრის მილიციის თანამშრომლებმა სამივე რუსი ტურისტი მიიყვანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ფსოუსთან“ და უბრძანეს არასოდეს დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთში.

სოჭის ქალაქის საავადმყოფოში, არტიომ რუსკიხს   ექიმებმა დაუდგინეს სამი მარჯვენა ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა თირკმლის დაზიანება, მრავალი  სისხლჩაქცევა და ჰემატომა სახეზე, სხეულსა და კიდურებზე. მოგვიანებით ეს დიაგნოზი სანკტ-პეტერბურგის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა.

საავადმყოფოდან მიღებული ცნობები საჩივართან ერთად დაზარალებულებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს და აგრეთვე დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნეს.

დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია მილიციელთა მიერ არტიომ რუსკიხის წამების შესახებ და განაცხადეს, რომ სხეულის დაზიანება რუს ტურისტს „დაუდგენელმა პირებმა“ მიაყენეს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...