“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ ადგილობრივ დონეზე” – ნიკა მელიამ ზუგდიდში შეხვედრა დაასრულა

0
400

“ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც შევთანხმდით. ის, რომ პარტიაში არისგანსხვავებული მოსაზრებები, მიხარია, ასეთი პარტია მინდა ავაშენო, სადაც  პარტია ერთი, ორი და სამი ადამიანის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული – ეს არის მარცხი. იქნება გაერთიანებული რეალურად იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო და არ იქნება ვერტიკალური მართვა, თუმცა რა თქმა უნდა ლიდერს აქვს თავისი წონა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხშირად ის უკეთ ხედვას, ვიდრე მისი თანაგუნდელები, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მოწყვეტილნი მოლაპარაკებების მაგიდას და ამისთვის რა ხდება, უნდა ჩამოვიდე, შევხვდე ჩემს მეგობრებს, გავცვალოთ არგუმენტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს გავაკეთე უკვე ზუგდიდში, ჩემს  უსაყვარლეს ზუგდიდში, სამეგრელოში, სადაც სადმე თუ  გული მწყდება, რომ იმ მდგომარეობაშია სამეგრელო, სამეგრელო არ უნდა იყოს ასეთ  სოციალურად უტანელ მდგომარეობაში. სადმე თუ შეიძლება ნაკლებად უჭირდეს დღეს საქართველოს მოქალაქეს ბევრი მიზეზის გამო, ეს არის სამეგრელო. მაგრამ პირიქით ხდება, იმიტომ რომ ამ ქვეყანას, ამ რეგიონს, ამ ქალაქს ხელისუფლება არ ყავს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ აქ, ადგილობრივ დონეზე. აქ ვსაუბრობდით ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხზე, აქედან მივემგზავრები აჭარაში, შემდეგ დავბრუნდები თბილისში და რამდენიმე საკითხზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.”- განაცხადა ნიკა მელიამ ზუგდიდში, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ

წინა სტატიადამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლა მურუსიძისთვის მოსამართლეთა ბულინგია
შემდეგი სტატიაზუგდიდში დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების ფოტოგამოფენა დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური