მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფლებით გაერთიანებულები ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს" - ლიეტუვას პრეზიდენტი

“თავისუფლებით გაერთიანებულები ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს” – ლიეტუვას პრეზიდენტი

Published on

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”– ამბობს სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. მისი თქმით, 103 წლის წინ ლიეტუვა და საქართველო ორ ერს წარმოადგენდნენ, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საუკუნეზე მეტი გავიდა და ეს ორი სახელმწიფო სულ უფრო ძლიერდება.”თავისუფლებით გაერთიანებულები ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს.

ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრები. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაც იქნება.

ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

დღეს ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო განწყობას და სურვილებს თითოეულ თქვენგანს”, – ამბობს გიტანას ნაუსედა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...