მთავარიUncategorizedბლინკენი: აშშ-ს მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ბლინკენი: აშშ-ს მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

Published on

აშშ-ს საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს:

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამ წლის განმავლობაში მოუთმენლად ველით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რომელიც COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესშია.

ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძებლობების გაძლიერებაში და ვაფასებთ საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიაში ავღანეთში. პატივს მივაგებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მიულოცა

სიახლეები

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...