მთავარისიახლეებიპოლიტიკასაგარეო უწყებაში არ იციან ცოცხალია თუ არა სოსო ოსორაული

საგარეო უწყებაში არ იციან ცოცხალია თუ არა სოსო ოსორაული

Published on

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსურაულის შესახებ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს ახალი ინფორმაცია არ აქვს. 24 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ის ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის, განმარტებით, ამის შემდეგ საგარეო უწყებამ განაგრძო ფაქტების გადამოწმება.დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია, ჯერჯერობით არ არსებობს. სოსო ოსურაული, თავდაცვის უწყების განცხადებით, შეიარაღებული ძალებიდან თავისი სურვილით წავიდა კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.ოსურაულის ვიდეომიმართვა, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა, ელჩის ინფორმაციით, მანამდეა გადაღებული, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი დაღუპვის შესახებ ოჯახს ინფორმაციას მიაწვდიდა.ინფორმაციის გადამოწმების პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც არის ჩართული.„პრეზიდენტის დავალებით საგარეო ურთიერთობათა მდივანი ჩართული არის ამ პროცესში, იგი ყოველდღიურად იმყოფება კომუნიკაციაში როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ჩვენს საელჩოსთან, ოღონდ სამხრეთ აფრიკაში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ აქვს საელჩო კონგოში,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...