მთავარისიახლეებისაზოგადოება"დანა ამოიღო და გადაუსვა" - რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი დააზიანეს

“დანა ამოიღო და გადაუსვა” – რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი დააზიანეს

Published on

მიხეილ სააკაშვილის ბანერი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მდგარი კარვების წინ იყო გაშლილი, აქციაზე მოულოდნელად გამოჩენილმა პირმა დააზიანა.

პირი, რომელიც იქ მყოფებს გაეცნო, როგორც ნიკა არაბული, აგრესიით გამოირჩეოდა და დანით იყო შეიარაღებული.

როგორც აქტივისტები ამბობენ, ნიკა არაბული ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზეც იმყოფებოდა – ის კადრებიდან ამოიცნეს.

“მე ნიკა ვარ არაბული, ბიჭო, ხელი გამიშვით!” – ყვიროდა ის, როცა შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის სხვა მონაწილეები მის დაწყნარებას ცდილობდნენ.

პირი, რომელმაც ბანერი დააზიანა, დაკავებულია და გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...