35 წლის გოჩა კორსანტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, მუჟავას ტერიტორიაზე ხრამში გადაიჩეხა.
არსებული ინფორმაციით, გოჩა კორსანტია გადმოსასვლელად ენგურჰესის სადერევაციო მილებთან მისასვლელ ბილიკებს იყენებდა, მას ოჯახთან პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა დაბა ჯვარში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
ახალგაზრდა კაცს თან ერთი ოჯახის წევრი ახლდა. სწორედ მან დარეკა საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
კორსანტია ხრამიდან ამოიყვანეს, ის მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ გადმოიყვანა.
მისი ოჯახის წევრების ნაწილი ოკუპირებული გალიდან გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
მათ სპეციალურ საშვს სთხოვენ, რომლის გაცემაზეც აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაცია უარს აცხადებს.ოკუპირებული