მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადავკეტავთ მშრალ ხიდს... - "თბილისის პარალიზების" გეგმა ცნობილია

გადავკეტავთ მშრალ ხიდს… – “თბილისის პარალიზების” გეგმა ცნობილია

Published on

უკვე ცნობილია პირველი მოქმედება, რომელსაც რიონის ხეობის მცველები მას შემდეგ მიმართავენ, რაც “თბილისის პარალიზება” დაანონსეს.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველებმა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა, რომლებმაც პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედანზე მოიყარეს თავი და კარვები გაშალეს, ხელისუფლებას კი ულტიმატუმი წაუყენეს, მათ ვადა 12:00 საათამდე მისცეს, თუმცა, რეალურად, პირველი მსვლელობის მარშრუტის მიმართულება მხოლოდ ულტიმატუმის გასვლიდან ოთხი საათის შემდეგ დაასახელეს.

“4 საათზე დავიწყებთ მსვლელობას, “რედისონის” გავლით, თაბუკაშვილის ქუჩით, მშრალი ხიდის მიმართულებით, წინ გაგვიძღვება ერთი მანქანა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება შესაბამისი აპარატურა რომ კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან”, – განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, სწორედ მშრალ ხიდზე გაჩერდებიან და აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. 

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

23 მაისს, აქციის მონაწილეებმა თბილისში გადმოინაცვლეს და ხელისუფლებას დედაქალაქის პარალიზებით დაემუქრნენ.

სიახლეები

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...