მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაიკითხოს გიორგი გახარია, როგორც ბრძანების გამცემი პირი" - ბაჩანა შენგელია ია კერზაიას...

“დაიკითხოს გიორგი გახარია, როგორც ბრძანების გამცემი პირი” – ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

Published on

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია დედის სიკვდილის მიზეზების ხელახლა გამოძიებას ითხოვს.  ის განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს და საგამოძიებო უწყებისგან ის ია კერზაიას საქმეზე შეწყვეტილი ძიების გაგრძელებას და საქმის მასალების საფუძვლიან შესწავლას სთხოვს. შენგელია გიორგი გახარიას დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან მისი თქმით, სწორედ ექს-პრემიერის ხელმოწერაა განკარგულებაზე, რამაც კერზაიას სიკვდილი გამოიწვია.

„მე ვთხოვ პროკურატურას დაიწყოს ხელახალი გამოძიება, დაკითხოს გიორგი გახარია, როგორც ბრძანების გამცემი პირი, იმ ბრძანების, რომელსაც მოყვა დედაჩემის გარდაცვალება. მის გუნდში არის ალექსანდრე მოწერელია, რომელიც საქმეზე დაკითხულია როგორც ერთ-ერთი მოწმე და ამ გარემოებით, რომ ეს გახარიას გუნდშია, კიდევ ერთხელ დასტურდება მათი კავშირი და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ია კერზაიას საქმეზე ისინი ორივე ერთდროულად  მოქმედებდნენ“- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...