ზუგდიდის მერობის მსურველ ზვიად სიჭინავას ქალაქის ბოტანიკური ბაღის დასუფთავების უფლება არ მისცეს. ინფორმაციას ჟურნალისტებთან თავად სიჭინავა ადასტურებს, მისი თქმით, ბოტანიკურ ბაღში დასუფთავების აქცია გუშინ დაიწყეს, ხოლო ამ დილით, მათთან რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ მერიიდან არიან და გაფრთხილება მისცეს, რომ არ გაეგრძელებინათ სამუშაოები, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქ ერთ თვეში სამუშაოებს დაიწყებდა და ამ მიზეზით მათ უნდა შეეჩერებინათ აქცია."ჩვენ ქაღალდისა და ბოთლებისგან გავწმინდეთ ბაღი და ნაგავი ავიღეთ, მეტი რა უნდა დაგვეშავებინა, მაგრამ გვითხრეს არ შეიძლებაო"- ამბობს სიჭინავა. დღევანდელ ინციდენტზე მერიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ამ ეტაპზე მას გაცხადებული აქვს, რომ სურს ზუგდიდის მერობა.ამის შესახებ ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ პირველად ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ მიმდინარე წლის 21 აპრილს განაცხადა.
სიახლეები
საზოგადოება
ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...
საზოგადოება
სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს
“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...
საზოგადოება
აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება
სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...
სიახლეები
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა.
ოჯახის წევრები და...